logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

ზვიად ჩხარტიშვილი: შუა დერეფანს აქვს პოტენციალი ჩინეთ-ევროპას შორის ვაჭრობის ძირითადი მარშრუტი გახდეს

„ახალი რეალობიდან გამომდინარე, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი ჩინეთ-ევროპას შორის ვაჭრობის ძირითადი მარშრუტი გახდეს“, - ამის შესახებ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტვირთების სრული გადმომისამართება შუა დერეფნის სრულ ათვისებას გამოიწვევს, ამიტომ ამ მიმართულებით, საქართველო  განვითარების მსოფლიო ტენდენციას უნდა მიჰყვეს. 

„ერთი მხრივ, ამ დერეფნის პოტენციალი ნაწილობრივ გვაქვს ათვისებული, ხოლო, მეორე მხრივ, ამ დერეფანს ახალი რეალობიდან გამომდინარე, დამატებითი პერსპექტივაც აქვს. ჩინეთი საჭიროებს ევროპასთან ვაჭრობაში სახმელეთო მიმართულების ალტერნატიული გზის ძიებას და თქვენ იცით, რომ ჩრდილოეთ დერეფანი იყო მათი ძირითადი ალტერნატივა. საუბარია დაახლოებით1 100 000 - 1 200 000 ტეუ-მდე ტვირთსა და პლუს  კონტეინერებზეც. 

უახლოესი 5 წლის განმავლობაში, შეიძლება გაგვიჭირდეს, რომ ძირითადი მარშრუტი გავხდეთ.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული სტაბილური მარშრუტი გავხდებით, ეს საბოლოო ჯამში, ჩვენი დერეფნის სრულ ათვისებას გამოიწვევს. ამიტომ, როგორც ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშე ვითარდება, საქართველოც ამ ტენდენციებს უნდა აჰყვეს. ხოლო, რა ნაწილის ათვისება შეგვიძლია არის პირდაპირ პროპორციული იმისა, თუ რა ინვესტიციები ჩაიდება ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში"-აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი. 

ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვეში "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" 481 473 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიის ინფორმაციით,  2024 წლის 9 თვეში 406 588 TEU კონტეინერი დამუშავდა.  ამავდროულად, 9 თვის მონაცემებით, 13%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.  „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“  წლის დასაწყისიდან დღემდე 268 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 237.

გამოგვყევით